27.09.2016

 

დღის თემა

ზიდანმა წყენა არ შეიმჩნია
26/09/2016 23:47:59 როგორც იცით, „ლას პალმასთან“ მატჩისას „რეალის“ მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა თავდამსხმელი რონალდო შეცვალა, ის კი გაბრაზდა და შეაგინა. ზიზუმ წყენა არ შეიმჩნია და „დორტმუნდთან“ შეხვედრისწინა პრეს-კონფერენციაზე შეგირდი გაამართლა:“შეცვლა არავის არ უყვარს. გამონაკლისი არც კრიშტიანოა. ჩვენ დავილაპარაკეთ და ყველაფერი ნორმალურადაა. უკანასკნელ ტურებში ქულები დავკარგეთ. რას იზამ, ხდება ხოლმე. ჩემის აზრით, გუნდი კარგ ფორმაშია. „ბორუსია“ შეიცვალა, თუმცა ისევ ძლიერია და მაგარი ბრძოლა გველის“. „დორტმუნდის“ თავკაცმა ტომას ტუხელმა კი თქვა, ...
VIDEO

ორეს ორთვიანი პატიმრობა მიუსაჯეს

პსჟ-ს 23 წლის კოტ დ’იუვარელმა მცველმა სერჟ ორემ 30 მაისს ქუჩაში პატრულს ხელ გაარტყა, რის გამო 2 თვე თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, სამართალდამცველის ფიზიკური და მორალური შეურაცხყოფისათვის აგრეთვე 150 ევროთი დაჯარიმეს და 600 ევრო ჯარიმა ადვოკატის მომსახურებისათვის დააკისრეს. ის ჩემპიონთა ლიგაზე „ლუდოგორეცთან“ ვერ ითამაშებს. თუმცა, სასამართლო სხდომის შემდეგ არ დაუპატიმრებიათ. ...

26/09/2016 17:39:06
მაურინიო, რეალი და იქაური მძღ...ები

ინგლისურ გაზეთებში გრძელდება ჟურნალისტ ბობ ბისლის მიერ  დაწერილი ჟოზე მაურინიოს ავტობიოგრაფიული წიგნიდან ნაწყვეტების ბეჭდვა. ამჯერად მაუს მადრიდის „რეალში“ მუშაობის პერიოდის რამდენიმე ეპიზოდი ესპანურ as-ში გამოქვეყნდა. „განსაკუთრებული“ იხსენებს, რომ „რეალში“ ყველაფერი გამოუვიდა და მხოლოდ ერთი რამ ვერ შეძლო - გუნდი ერთ მუშტად ვერ შეკრა, რადგან წამყვან ფეხბურთელთა დიდი ნაწილი ძალიან თავკერძანი არიან. „2015 წელს კლუბის პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა, რომელიც ძალიან მაფასებს და ვუყვარვარ, დაბრუნება მთხოვა და ...

25/09/2016 15:54:13
იბრაჰიმოვიჩს ორეული მოედანზე გადაუხტა

„მანჩესტერისა“ და „ლესტერის“ მატჩის მიმდინარეობის დროს, „ოლდ ტრაფორდის“ დაცვის სამსახურს ყურადღება მოუდუნდა და უეცრად მოედანზე საკმაოდ უცნაურად ჩაცმული პიროვნება გადაიჭრა, რომელიც გაჭრილი ვაშლივით ჰგავს „მანიუს“ შვედ თავდამსხმელს ზლატან იბრაჰიმოვიჩს. მან მოასწრო იბრასთან მირბენა, რამდენიმე ფრაზა ესროლა და შემდეგ სტიუარდებმა ჩაავლეს და მინდვრიდან მიაბრძანეს. როგორც ბრიტანული მედია ამტკიცებს, ეს პიროვნება იბრაჰიმოვიჩის პირადი ფანია და სულ ცდილობს გარეგნულად თავის კერპს ჰგავდეს და გამოსდის კიდეც. ...

25/09/2016 11:27:24
ჰეიდი ვილა კაფეტერების შანსებზე

[video] 27 წლის პოპულარული კოლუმბიელი მოცეკვავე, მსახიობი და მოდელი ჰეიდი ვილა ამ ყველაფერთან ერთად ნიჭიერი ბიზნესმენიცაა და საკმაო ქონების პატრონია. ეს განათლებული ქალბატონი ქალაქ მედელინის მკვიდრია და ძირითადად იქ მოღვაწეობს. ჩვენი ყურადღება მან მხოლოდ სილამაზითა და ნიჭიერებით როდი მიიპყრო, არამედ ფეხბურთის სიყვარულითა და ცოდნითაც. ამ ცოტა ხნის წინათ, ჰეიდიმ ერთ ინტერვიუში მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში კოლუმბიის ნაკრების შანსებზე ილაპარაკა. მისი თქმით, მთავარი მწვრთნელი ხოსე ნესტორ ...

25/09/2016 10:14:22
გვარდიოლას სიტი ისევ უდანაკარგოა

ინგლისური პრემიერლიგა აგერ მე-6 ტურს ილევს და პეპ გვარდიოლას დამოძღვრილი „მანჩესტერ სიტის“ შეჩერებას ვერავინ ახერხებს. „ქალაქელებმა“ ამჯერზე უელსში „სუონსის“ სძლიეს და კვლავ უდანაკარგოდ, ერთპიროვნულად ლიდერობენ. მეორე ადგილს „ტოტენჰემი“ ინაჩუნებს. ლონდონელებმა სტუმრად ითამაშეს და მძიმე ბრძოლაში სძლიეს „მიდლსბროს“. ლონდონურ დერბიში არსენ ვენგერის „არსენალმა“ ანტონიო კონტეს „ჩელსი“ შეარცხვინა, გაუტანა რა სამი უპასუხო გოლი. ამ გამარჯვებით „კანონირები“ მესამე ადგილზე გადავიდნენ, რადგან „ევერტონმა“ გასვლაზე მინიმალურად დათმო მატჩი „ბორნმუთთან“, თუმცა ...

25/09/2016 00:17:44
ჰონდას თავი ბარსელონასთვის შეუთავაზებია

გასულ ზაფხულს „მილანის“ 30 წლის ნახევარმცველს კეისუკე ჰონდას „ბარსელონაში“ გადასვლა სურვებია და შეხვედრია კიდეც კატალონიური გრანდის მესვეურებს. არის თუ არა ჰონდა  „ბარსას“ დონის ნახევარმცველი, ეს ერთი საკითხია, მაგრამ მას საკმაოდ მყარი არგუმენტი ჰქონდა - მისი აყვანით „ბარსელონას“ იაპონიაში და მთელს აზიაში ათეულობით მილიონი ახალი ფანი შეემატებოდა.  გარკვეული ხნით ფიქრის შემდეგ, ბლაუგრანას შეფობა, ალბათ სწორ დასკვნამდე მივიდა - ჰონდას უარი უთხრეს. ...

24/09/2016 22:49:05
ობერტანი მანიუზე, ფერგიუსონსა და იქაურ ეშმაკობებზე

27 წლის ფრანგი გარემარბი  გაბრიელ ობერტანი „ნიუკასლიდან“, სადაც ხუთი სეზონი გაატარა, მახაჩკალის „ანჟიში“ გადავიდა. ობერტანს „ლორიენში“, „ბორდოსა“ და „მანჩესტერში“ უთამაშია. რუს ჟურნალისტს, რომელიც მახაჩკალელთა ლეგიონერს ესაუბრა, მხოლოდ მანკუნიანური კლუბის ამბები აინტერესებდა და რესპოდენტი სწორედ ამ თემაზე ალაპარაკა. - როგორ მოხდა, რომ „ბორდოს“ შემადგენლობაში სეზონში მხოლოდ ერთი გოლის გამტანი, „მანჩესტერ იუნაიტედმა“ მიგიწვიათ? - „მანჩესტერი“ 15 წლის ასაკიდან მადევნებდა თვალს. იქ გადასვლა ბევრად ადრეც შემეძლო, ...

24/09/2016 21:12:05
როგორ შეიპარა ბარსელონას პრეზიდენტი რონალდოსთან

„ბარსელონას“ ყოფილმა პრეზიდენტმა ჟოან გასპარმა მეტად თავშესაქცევად მოჰყვა თუ როგორ მოახერხა პსვ-დან მის გუნდში ბრაზილიელი რონალდოს გადაბირება. „ჰოლანდიელებთან გვქონდა თანხმობა რონალდოს ტრანსფერზე, მაგრამ წინასწარ ხელშეკრულებაში იყო მუხლი, რომ 15 ივლისამდე აუცილებლად უნდა მიგვეღო თავად ფეხბურთელის თანხმობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეთანხმება ძალადაკარგულად ცხადდებოდა.  აქ კი ჩენმა პარტნიორებმა იეშმაკეს და რათა რონალდომდე არ მიგვეღწია, მას დაცვა დაუყენეს, რომელიც ფეხბურთელთან ბრაზილიის ნაკრებში ყოფნისასაც არავის უშვებდა. რამდენიმეჯერ ვცადე რონალდოსთან  შესვლა, ...

24/09/2016 17:31:02
რუსეთში ისევ მუტკო „აირჩიეს“

მოსკოვში ჩატარდა რუსეთის საფეხბურთო კავშირის პრეზიდენტის არჩევნები, რომელსაც  დემოკრატიული ანტურაჟიც არ აკლდა. კანდიდატურა ოთხი იყო, მაგრამ ორმა, როგორც მოსალოდნელი იყო,  რუსეთის სპორტის მინისტრისა და რსკ-ს პრეზიდენტის ვალერი მუტკოს სასარგებლოდ მოხსნეს თავიანთი კანდიდატურები. იყო გათამაშებული ინციდენტიც, კონფერენციაზევე, ექსტრემიზმის ბრალდებით ტუალეტში შესული დააპატიმრეს სრულიად რუსეთის გულშემატკივართა გაერთიანების ხელმძღვანელი ალექსანდრ შპრიგინი... ხმათა 65% მუტკომ მიიღო და ისევ ის, ისევ იმავე მეთოდებით უხელმძღვანელებს რუსულ ფეხბურთს ანუ უსიტყვოდ შეასრულებს ქვეყნის ...

24/09/2016 16:10:33
კარლოს სანტილიანა მადიდულ რემონტადებს იხსენებს

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის მადრიდის „რეალისა“ და ლისაბონის „სპორტინგის“ მატჩი მეტად დრამატულად წარიმართა. მადრიდელები საკუთარ „სანტიაგო ბერნაბეუზე“ ბოლოსწინა წუთამდე მინიმალურად მარცხდებოდნენ, მაგრამ საოცრად მებრძოლი სული გამოავლინეს და ჯერ 89-ე წუთზე კრიშტიანო რონალდომ მშვენიერი საჯარიმო დარტყმით გაათანაბრა ანგარიში, ხოლო მსაჯის მიერ კომპენსირებული დროის მე-4 წუთზე ალვარო მორატამ სულაც გამარჯვების მომტანი გოლი შეუგდო პორტუგალიელებს. ამან სტაჟიან გულშემატკივრებს გასული საუკუნის 70/80-იანი წლების „რეალის“ ცნობილი შემობრუნებული მატჩები, ...

24/09/2016 15:27:58
მაურინიომ, ვენგერს შევურიგდიო

„მანცესტერის“ თავკაცმა ჟოზე მაურინიომ კომენტარი გააკეთა ჟურნალისტ ბობ ბისლის წიგნის იმ ფრაგმენტის შესახებ, რომელიც მალე გამოვა და მისი ნაწყვეტები „დეილი მეილში“ დაიბეჭდა. წიგნშია მოყვანილი მაუს ციტატა, რომ ის ემუქრება „არსენალელ“ კოლეგა არსენ ვენგერს, რომ სადმე გადაეყრება და სახეს „გაულამაზებს“. „რა ვქნა ახლა? ხომ ხედავთ, რა ახლო ურთიერთობა მქონია ბისლისთან. ის ფულს აკეთებს და კმაყოფილია. კმაყოფილი ვარ მეც. ამ ორიოდე კვირის წინ შევხვდი არსენ ვენგერს და ...

24/09/2016 14:26:29
დავორ შუკერს დედა უფრო უყვარს თუ მამა?

მადრიდის „რეალის“ ყოფილმა ხორვატმა თავდამსხმელმა დავორ შუკერმა ინტერვიუ მისცა მადრიდულ as-ს და სრულიად გასაგებია, რომ საუბარი ძირითადად სამეფო კლუბისა და მისი ხორვატი ფეხბურთელების გარშემო წარიმართა. -ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის წინ თქვენ თქვით, რომ ლუკა მოდრიჩი მადრიდის „რეალში“ სათამაშოდაა გაჩენილი. რა საფუძველი გქონდათ, როდესაც ეს განაცხადეთ? - ეს ჩემი მოსაზრება იყო, მაგრამ ფაქტებზე დაყრდნობილი. მე ლუკას კარგად ვიცნობ, მის შესაძლებლობებსა და ტემპერამენტს. ის ძალიან ...

24/09/2016 13:30:35
გარეტ ბეილი რეალიდან მიდის?

ესპანური Diario Gol-ი ამტკიცებს, რომ მადრიდის „რეალის“ უელსელი გარემარბი გარეტ ბეილი მეტად უკმაყოფილოა გუნდში მისდამი დამოკიდებულებით, განსაკუთრებით ნაწყენია კლუბის პრეზიდენტ ფლორენტინო პერესზე, რომელიც მას საკვანძო ფეხბურთელად ქცევას დაპირდა, მაგრამ ასე არ არის. ბეილის გაღიზიანება განსაკუთრებით იმან გამოიწვია, რომ ის „ვილიარეალთან“ მატჩში შეცვალეს, მაშინროდესაც ახლად ტრავმამორჩენილმა კრიშტიანო რონალ;დომ სრულად ჩაატარა ეს შეხვედრა. ეს გამოცემა იმასაც წერს, როომ ბეილმა უკვე მოსთხოვა თავის პირად აგენტს ტრანსფერის თაობაზე ახლავე ...

24/09/2016 12:05:50
ინტერვიუ ჯანო ანანიძესთან

რუსეთის ჩემპიონტის ლიდერმა მოსკოვის „სპარტაკმა“ თასის გათამაშების 1/16-ფინალში მოულოდნელად 0:1 წააგო გასვლაზე ხაბაროვსკის სკა-სთან და პირველობის მე-8 ტურის წინ, როდესაც ხვალ რუსთა „სახალხო გუნდმა“ „უფას“ უნდა უმასპინძლოს, „სპორტ-ექსპრესის“ კორესპონდენტმა ინტერვიუ ჩამოართვა მოსკოველთა ქართველ ნახევარმცველს ჯანო ანანიძე, რომელსაც შემოკლებით გთავაზობთ. - ხაბაროვსკში ძირითადი შემადგენლობა გაფრინდით და ამდენად, წაგება შოკი გამოდგა. მაინც რა მოხდა? - ძალიან დიდხანს მოგვიწია ფრენა, ვერც გამოვიძინეთ, მაგრამ ეს არ არის ...

24/09/2016 11:26:29
მანჩესტერ სიტის დასჯას ითხოვენ

არგენტინულმა კლუბმა „ველეს სარსფილდმა“ „მანჩესტერ სიტის“ ფიფაში უჩივლა და ითხოვს „ქალაქელებსაც“ იგივე სასჯელი, ორი წლით ტრანსფერების აკრძალვა, მისცენ, როგორც მადიდის „რეალსა“ და „ატლეტიკოს“ და „ბარსელონას“. არგენტინელები საჩივარში წერენ, რომ „სიტიმ“ მოლაპარაკება აწარმოა მათ აღსაზრდელ ბენჯამინ გარესთან, როდესაც ის 15 წლის იყო. ფიფას კანონებით, ევროპულ კლუბებს უფლება აქვთ 18 წლამდე მოზარდთან პროფესიონალური  კონტრაქტი მხოლოდ იმ შემთხვევაში დადონ, თუ ფეხბურთელის მშობლები სამსახურის შეცვლის გამო სხვა ქალაქში გადადიან ...

24/09/2016 10:54:19
ხოელ კემპბელის ერთგული საცოლე

    [VIDEO] კოსტა რიკელმა თავდამსხმელმა ხოელ კემპბელმა, რომელმაც თავი 2014 წლის ბრაზილიის მუნდიალზე გამოიჩინა და დიდი წვლილი შეიტანა თავისი ქვეყნის ეროვნული გუნდის საკმაოდ წარმატებულ გამოსვლაში, ლონდონის „არსენალში“ გადასულმა იქ ფეხი ვერ მოიკიდა და „კანონირების“ მენეჯერმა არსენ ვენგერმა ამ სეზონის ბოლომდე იჯარით ლისაბონის „სპორტინგში“ გაუშვა. რამდენად ივარგებს ხოელი ახალ გუნდში, ეს მალე გამოჩნდება, მაგრამ ჩვენი თემა ახლა ეს არ არის. ...

24/09/2016 10:00:23
დორტმუნდი ბაიერნს მისდევს, პსჟ ტულუზაში შერცხვა

პარასკევს საღამოს ევროპის ხუთი წამყვანი ლიგიდან სამში გაიმართა მორიგი ტურის პირველი, თითო მატჩი. მთავარ ყურადღებას დორტმუნდში ბუნდესლიგაში დაბრუნებული და ჯერჯერობით სოლიდურად მოასპარეზე „ფრაიბურგის“ სტუმრობა იწვევდა. როგორც მოსალოდნელი იყო, „სიგნალ იდუნა პარკზე“ მატჩი მასპინძელთა უპირატესობით წარიმართა. ბადენ-ვიურტემბერგელები ძირითადად თავს იცავდნენ და დროდადრო გადადიოდნენ საკმაოდ მწვავე კონტრიერიშებზე. საქმეს ისეთი პირი უჩანდა, რომ პირველი ტაიმი უგოლოდ გასრულდებოდა, მაგრამ ზედ შესვენებაზე გასვლის წინ პიერ-ემერიკ ობამეიანგმა ანგარიშის გახსნა მოახერხა. თამაშის ...

24/09/2016 01:02:25
შვარცენეგერი ბარსელონას ბაზას ეწვია

ესპანეთში ბოდიბილდერთა ყველაზე პრესტიჟული ევროპული ტურნირი იმართება, რომელზე საპატიო სტუმრად მიწვეულია ჰოლივუდის მსახიობი და კალიფორნიის შტატის ექს-გუბერნატორი, წარსულში თავადაც ბოდიბილდერი, სპორტის ამ სახეობის ლეგენდა არნოლდ შვარცენეგერი, რომელმაც გუშინ „ბარსელონას“ ბაზა მოინახულა და გუნდის წვრთნას დაესწრო. არნი კარგა ხანს ესაუბრა ნეიმარს, ბუსკეტსს, მასკერანოს, ხორდი ალბას, ალკასერს და რაფინიას. განსაკუთრებით ნეიმარმა გაიხარა, რომელმაც შვარცენეგერი თავისი ხუმრობებით მაგრად აცინა. სტუმრობის დასასრულს „ბარსელონამ“ შვარცენეგერს სახსოვრად გუნდის მაისური გადასცა, რომელზეც ...

24/09/2016 00:34:19
ბაუსა ბარსელონას ადანაშაულებს

არგენტინის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ედგარდო ბაუსა „ბარსელონას“ ხელმძღვანელობას იმის გამო მისდგა და აკრიტიკა, რომ მათ არ დაზოგეს თავდამსხმელი ლიონელ მესი და ტრავმიანს ათამაშებდნენ, რის გამოც სერიოზული დაზიანება, ბარძაყის უკანა კუნთების გათიშვა განუვითარდა და ახლა სამი კვირა მაინც მოუწევს უქმობა, რის გამოც არგენტინის ნაკრებში მუნდიალის შესარჩევი ტურნირის ორი მატჩის გამოტოვება მოუხდება. „ბარსელონამ“ ოფიციალური წერილი მოგვწერა, რომელშიც გვთხოვდნენ, რომ მესის გავფრთხილებოდით, არ დაგვეტვირთა და თუ შესაძლებელი იყო, ...

23/09/2016 23:45:44
მუნდიალის თილისმის ვარიანტები წარმოადგინეს

მოსკოვში გაიმართა 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის თილისმობის კანდიდატების წარდგენა. სპეციალურმა ჟიურიმ უამრავ ვარიანტთაგან სამი შეარჩია, რომელთაგან ინტერნეტ-გამოკითხვით გამარჯვებული ოფციალურად დამტკიცდება მუნდიალის თილისმად. შერჩეული ვარიანტებიდან არც ერთი არ გამოირჩევა ორიგინალობით, სამივე ცხოველის გამოსახულებაა: კატა, ვეფხვი და მგელი, რომლებსაც სპორტული ფორმა აცვიათ წარწერით RUSSIA 2018. გარდა ნახატებისა, ნაჩვენები იქნა მათი ვიდეოვერსიაც. ინტერნეტით ხმის მიცემა გუშინ დაიწყო ფიფას მიერ სპეციალურად შექმნილ საიტზე და 21 ოქტომბრამდე გაგრძელდება. გამარჯვებული ვარიანტის ...

23/09/2016 22:56:35
ადეგოლმა, რა ყავაში ვისკი და რა სიგარეტიო?!

„ლიონის“ მთავარმა მწვრთნელმა ბრუნო ჟენეზიომ გუშინ პრესას განუცხადა, რომ ტოგოელ თავდამსხმელ ემანუელ ადებაიორთან კონტრაქტის თაობაზე მოლაპარაკების დროს, ფეხბურთელმა ყავაში ვისკის ჩასხმა სთხოვა ოფიციანტს და თან სულ სიგარეტს ეწეოდა. ადეგოლმა ეს უპასუხოდ არ დატოვა და ასეთი განმარტება გააკეთა ბრიტანულ გამოცემა „გარდიანთან: „საერთოდ კონტრაქტის თაობაზე მოლაპარაკების დეტალებს არ ვასაჯაროებ, მაგრამ ახლა იძულებული ვარ გავაკეთო. „ლიონმა“ თავად მთხოვა მათთან გადასვლა, დავთანხმდი, ხელშეკრულება თითქმის მზად იყო და ტოგოდან საფრანგეთში ...

23/09/2016 22:00:31
მაურინიო ვენგერს სახეს გაულამაზებს

[video] 29 სექტემბერს გამოვა ცნობილი ბრიტანელი ჟურნალისტის ბობ ბისლის წიგნი ჟოზე მაურინიოს შესახებ. ფრაგმენტები ამ წიგნიდან „დეილი მეილმა“ დაბეჭდა. წიგნში არის ადგილი, სადაც მოყვანილია მაშინ „ჩელსიში“ მომუშავე მაურინიოს ფრაზა, რომ ერთხელაც საფეხბურთო მოედნის გარეთ შეხვდება არსენ ვენგერს და სახეს „გაულამაზებს“. მედიელებმა ამის თაობაზე კომენტარი „არსენალის“ თავკაცს სთხოვეს, რაზეც პასუხად მიიღეს, რომ მას არც ხსენებული  ნაწყვეტები წაუკითხავს და საერთოდ არ აპირებს ამ წიგნის ყიდვას. რაც შეეხება ...

23/09/2016 21:32:21
ალიკო არსენალს არ ეშვება

აფრიკის ყველაზე მდიდარი ადამიანი, ნიგერიელი ნავთობმაგნატი ალიკო დანგონე დიდი ხანია ცდილობს „არსენალის“ აქციათა საკონტროლო პაკეტი ხელში ჩაიგდოს, მაგრამ არ გამოსდის. როგორც შევიტყვეთ, უახლოეს ხანებში ბატონი ალიკო კიდევ ერთ „შეტევას განახორციელებს“ თავისი სანუკვარი მიზნის მისაღწევად. შეგახსენებთ, ამ ლონდონური კლუბის აქციათა ყველაზე მსხვილი მფლობელი (67 %) ამერიკელი სტენ კრონკეა, ხოლო რუს ოლიგარქს ალიშერ უსმანოვს 30% აქვს და არც ერთმა მათგანმა დანგონეს არაფერი მიყიდა. რა აქვს ახლა მოფიქრებული ...

23/09/2016 21:03:45
რედნაპი კეინს ესაუბრა

„ტოტენჰემისა“ და ინგლისის ნაკრების თავდამსხმელმა ჰარი კეინმა, რომელიც ახლა ტრავმას მკურნალობს, ინტერვიუ მისცა sportsrants.com-ის ცნობილ ჟურნალისტს ჯეიმი რედნაპს, რომელიც იმედია, თქვენც დაგაინტერესებთ. - ჰარი, როგორ შეფასებას მისცემდი განვლილ სეზონს? - აბა, რა გითხრათ? ვფიქრობ, ნაბიჯი წინ გადავდგით. თუმცა, სეზონის ბოლო შეიძლება უკეთესიც გამომდგარიყო, მაგრამ რაც მოხდა, მოხდა. - „ტოტენჰემის“ მთავარი მწვრთნელი მაურისიო პოჩეტინო რა ყაიდის სპეციალისტია, ფეხბურთელებთან მკვეთრია თუ მშვიდად გესაუბრებათ? - ...

23/09/2016 20:04:35
ვაისმა საირლანდიოდ და საუელსოდ გუნდი იხმო

საქართველოს ეროვნულ ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის ორი მატჩი ელის. ჯვაროსნები 6 ოქტომბერს დუბლინში, ირლანდიასთან, ხოლო 9 ოქტომბერს კარდიფში უელსთან ითამაშებენ. მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა საამმატჩებოდ გაფართოებული შემადგენლობა გამოაცხადა.გამოძახებულნი არ არიან ჯაბა კანკავა და ლევან ყენია. ლევანს ტრავმა აქვს, ხოლო ჯაბა ფორმაში ვერ ყოფილა. მეკარეები: გიორგი ლორია (კრილია სოვეტოვი, რუსეთი), გიორგი მაკარიძე (მორეირენსე, პორტუგალია), როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი); მცველები: უჩა ლობჟანიძე (დინამო თბილისი), ...

23/09/2016 18:43:16
არც ფეხბურთში უქნია ღმერთს და არც პოლიტიკაში

პეტერბურგის „დინამოში“ 21 წლის ვიქტორ სისოევმა შარშან 1 წუთი ითამაშა, შარშანწინ 12, დედამისმა ლიუბოვ ეგოროვამ, რომელიც „ერთიანი რუსეთისგან“ გოსდუმის დეპუტატია, შვილს უთხრა, ხომ ხედავ ფეხბურთის ნიჭი არა გაქვს, პოლიტიკაში წამოდიო და ეს ვიქტორა ქალაქის საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატი გახდა. ჟურნალისტის კითხვაზე, რა უნდა გააკეთო იქო, უპასუხა, მე ეგ არ ვიცი, შენ მოიფიქრე რამე და ვითომ გიპასუხე ისე დაწერეო. თურმე, „ვიკა“ დედიკოს ნამეტნავად გათამამებული ყავს, ზარმაცი და კეთილი ...

23/09/2016 18:39:49
ჯოუი ბარტონის ინტერვიუ

სკანდალურად ცნობილმა ინგლისელმა ფეხბურთელმა ჯოუი ბარტონმა, რომელიც ახლა გლაზგოს „სელტიკში“ ირიცხება ინტერვიუ მისცა გამოცემა Four Four Two-ს და ისე ილაპარაკა, ცოტა არ იყოს, „დაჭკვიანებული“ გვეჩვენა. -ბავშვობიდან „ევერტონის“ ფანი იყავით? -დიახ, სიგიჟემდე, თან კლუბის აკადემიაში შვიდიდან თოთხმეტ  წლამდე ვვარჯიშობდი, მაგრამ ისე მოხდა, რომ ჩია ტანის გამო დამიწუნეს. ეს ჩემთვის დიდი ტრაგედია იყო, რადგან ძალიან კარგად ვთამაშობდი, მაგრამ გაბარიტების გამო აკადემიიდან დამითხოვეს. ეს უსამარტლობა იყო. ...

23/09/2016 17:03:01
მანჩესტერ სიტის არშემდგარი ფეხბურთელი მოკრივე გახდა

მარკუს მორისონს უნდოდა ფეხბურთელი გამოსულიყო, 11 წლისა თავისი საყვარელი გუნდის „მანჩესტერ სიტის“ აკადემიაში შეიყვანეს, 16 წლისა როდესაც შეიქნა, უთხრეს ძალიან პატარა ხარ, სუსტი, შენგან სპორტსმენი არ გამოვა და სჯობს სხვა რამ ხელობას მოკიდო ხელიო. გაბრაზდა მარკუსი და კრივის სექციაში დაიწყო სიარული. ჰოდა, ახლა პროფესიონალი ბოქსიორია, საშუალო წონაში (72.6 კგ) თორმეტი ბრძოლოდან თორმეტივე მოიგო, თანაც ცხრა  ნოკაუტით და WBC International Silver-ის ტიტულს დაეუფლა. შაბათს მორისონს მანჩესტერ არენაზე ...

23/09/2016 16:05:33
ბოკეტიმ, ბალოტელი მაგარი უტვინოაო

მოსკოვის “სპარტაკის“ იტალიელმა ლეგიონერმა სალვატორე ბოკეტიმ ერთ სატელივიზიო გადაცემაში მის ყოფილ თანანაკრებელ მარიო ბალოტელიზე ილაპარაკა და თან ძალიან მწარედ: „ბალოტელი კარგი ფეხბურთელია, შეიძლება ბოროტიც არ არის, მაგრამ თავში ტვინის ნატამალი არ აქვს და ამიტომაც უჭირს თავისი ნიჭის გამოვლენა. მისი ქცევა ხშირად ახსნას არ ექვემდებარება და არ იცი მეორე წუთში რა არაადექვატურ საქციელს ჩაიდენს. მაგალითად, ერთხელ იტალიის ნაკრები შვედეთში ვიყავით შეკრებაზე. მწვრთნელებმა ორი საათი მოგვცეს თავისუფალი ...

23/09/2016 15:30:07
იკარდი: გოლების გატანა ჩემი ხელობაა

შესანიშნავად ათამაშებულმა მაურო იკარდიმ „ემპოლის“ დუბლი შეუსრულა, „ინტერს“ 2:0 მოაგებინა და ნამეტჩევს ჟურნალისტებს უთხრა, რომ გოლების გატანა მისი ხელობაა, გუნდს გამარჯვებაში დაეხმარა, შეეცდება მომავალშიც იგივე გააკეთოს, მნიშვნელოვანი იყო 3 ქულის აღება, „იუვენტუსთან“ შეხვედრის შემდეგ დასასვენებლად დრო არ ქონდათ, ორი გოლის გატანა დამშვიდებაში დაეხმარათ, მოსწონს ერთფორვარდიანი ტაქტიკა, როდესაც კარგი პარტნიორები გადაცემებით ამარაგებენ, ჩემპიონობაზე კი ფიქრი ნაადრევია. ...

23/09/2016 15:00:02
--------------------------->>>>>>>>>>>>>>>>>>.@@@@@@@@@@@@@@@@@@@@@~~~~~~~~~~~~~~~~0. -